როდესაც კრიშტიანუ რონალდუ მადრიდის ქუჩებში დადის, მადრიდელი დედაბრები ერთმანეთში ბუტბუტებენ: ”აფსუს, რა ბიჭი დადის უცოლოდ... თვალი დაეფსოს იმ ოხერ-ტიალ ირინა შეიკს, ასეთი ბიჭის მიტოვება და სხვათა სარეცელში კოტრიალი როგორ იკადრაო”.
მაგრამ, ამის გარდა, მადრიდში კრიშტიანუს ახალ გულისსწორზეც საუბრობენ. არის საკმაოდ საფუძვლიანი ეჭვები, რომ რონალდუმ თავისი საფირმო ”საჯარიმო დარტყმები” უკვე შეუსრულა იტალიელ მოდელს, ალესია ტედესკის, რომელიც ბოლო დროს რონალდუსთან ერთად საეჭვოდ ხშირად ჩნდება ხოლმე.
ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურებში ალესია მადრიდში რამდენჯერმე სპეციალურად ჩაფრინდა, “სანტიაგო ბერნებეუზე” მადრიდული კლუბის მატჩებისთვის რომ ეყურებინა და საღამოთი კი ფეშენებელურ საპურმარილო ალაგებსაც სტუმრობდა რონალდუსთან ერთად. თვალის დაუდგეს ირინა შეიკს, აბა სხვანაირად როგორ იქნებოდა...