ფეხბურთი

22:18 | 28.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ცხადაძემ 24 ფეხბურთელი გამოიძახა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ მოახლოებული სანაკრებო მატჩების წინ 24 მოთამაშეს უხმო.

მეკარეები: გიორგი ლორია („ოლიმპიაკოსი” საბერძნეთი), ნუკრი რევიშვილი („ტოსნო” რუსეთი), როინ კვასხვაძე („ოთელოსი” კვიპროსი).
მცველები: ალექსანდრე ამისულაშვილი („ინტერი” აზერბაიჯანი), გურამ კაშია („ვიტესი” ჰოლანდია), სოლომონ კვირკველია („რუბინი,” რუსეთი), უჩა ლობჟანიძე („ომონია,” კვიპროსი), კახა ალადაშვილი („სკა ენერგია” რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი („ტოსნო” რუსეთი), ლაშა დვალი („ქასიმფაშა” თურქეთი), ლაშა სალუქვაძე („ინტერი” აზერბაიჯანი).
ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი („კარპატი” უკრაინა), კახა მახარაძე („ფახთაქორი” უზბეკეთი), ჯანო ანანიძე („სპარტაკი” რუსეთი), ალექსანდრე კობახიძე („ვოლინი” უკრაინა), ვალერი ყაზაიშვილი („ვიტესი” ჰოლანდია), გოგიტა გოგუა („სკა ენერგია” რუსეთი), ლევან ყენია („სლავია” ჩეხეთი), თორნიკე ოქრიაშვილი („გენკი” ბელგია), ჯაბა კანკავა („დნიპრო” უკრაინა).
თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე („ემპოლი” იტალია), მათე ვაწაძე („ორჰუსი” დანია), გიორგი ჭანტურია („კლუჟი” რუმინეთი), ბაჩანა ცხადაძე („ინტერი” აზერბაიჯანი).

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 3 ივნისიდან საწვრთნელ შეკრებაზე ავსტრიაში გაემგზავრება, 9 ივნისს ქალაქ ლინცში ამხანაგურ მატჩს უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს, 13 ივნისს კი ევრო 2016-ის ოფიციალურ მატჩში პოლონელებს ვარშავაში დაუპირისპირდება.

როგორც სოციალურ ქსელში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური გვერდი იუწყება, ორივე მატჩის რეპორტაჟი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხით გადაიცემა.

0.125242