ფეხბურთი

21:32 | 28.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“რეალმა” პოგბა უარყო

რამდენიმე დღის წინ, იტალიური გაზეთი La Stampa იუწყებოდა, რომ ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი პოლ პოგბა მადრიდის “რეალს” კონტრაქტის დეტალებზე შეუთანხმდა და კარიერას “სანტიაგო ბერნაბეუზე” განაგრძობდა.

აღნიშნული ცნობა, დღეს მადრიდულმა გრანდმა უარყო. “ბლანკოსის” ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, რომ იტალიური გაზეთის სტატია სიმართლეს არ შეესაბამება და “რეალს” პოგბას აგენტთან და “იუვენტუსთან” კონტაქტი არ ჰქონია.

თეგებიპოლ პოგბა
0.119539