პრემიერლიგის დებიუტანტ “ბორნმუთს” ლონდონის “ჩელსის” ვინგერის კრისტიან ატსუს იჯარით აყვანა სურს – იუწყება ცნობილი ბრიტანული გამოცემა Daily Mail–ი.
23 წლის ფეხბურთელი გასულ სეზონში “ევერტონში” გახლდათ განათხოვრებული, თუმცა თამაში იშვიათად უწევდა და “გუდისონ პარკზე” აღარ დარჩება. გასაკვირი არაა, რომ მას “ჩელსის” ძირითადში მოხვედრის შანსი არ აქვს. ამიტომაც, აღნიშნული ვარიანტი განელი მოთამაშისთვის ურიგო არ უნდა იყოს.
ატსუმ მიმდინარე სეზონში 13 მატჩი ჩაატარა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.