მსოფლიო რეიტინგსიის ლიდერი ნოვაკ ჯოკოვიჩი საფრანგეთის ღია პირველობის მესამე წრეში ავსტრალიელ ტანასი კოკინაკისს შეხვდება. ამ უკანასკნელმა პირველ რაუნდში ჩვენ თანამემამულე ნიკოლოზ ბასილაშვილს მოუგო, შემდეგ კი ხუთსეტიან, მეტად დაძაბულ ორთაბრძოლაში კიდევ ერთ ავსტრალიელ ბერნარდ ტომიჩს სძლია.
“როლან გაროსის” მეორე წრეში 28 წლის ჯოკოვიჩმა 4 წლით უფროსი ლუქსემბურგელი ჟილ სიმონი 6:1, 6:4, 6:4 დაამარცხა. მატჩი საათსა და 50 წუთს გაგრძელდა. “ნოლეს” ანგარიშზე 5 ბრეიკი და 3 ეისია. ნოვაკი კარიერის განმავლობაში მეორედ შეხვდა მიულერს და მეორედაც მოახერხა ბენილუქსელის დამარცხება.