დღეს საქართველოს 19-წლამდე ნაკრებს მოახლოებული ელიტ-რაუნდის წინ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მისი მოადგილე შალვა გოგოლაძე და სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე შეხვდნენ. სტუმრები “მიხეილ მესხზე” გიორგი დევდარიანის გუნდის ღია ვარჯიშს დაესწრნენ და ქართველ მოთამაშეებს წარმატება უსურვეს.
შეგახსენებთ საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ხვალ ელიტ-რაუნდის პირველ მატჩს ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს, 31 მაისს პორტუგალიას დაუპირისპირდება, ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში კი 3 ივნისს თურქეთთან ითამაშებს. სამივე შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის ძირითად მოედანზე გაიმართება, მატჩები 17:00 საათზე დაიწყება.