ფეხბურთი

19:23 | 28.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

"ბორუსიადან", "ბორუსიაში"...

გერმანიის ბუნდესლიგის ბინადარ "დორტმუნდის" მცველი მატიას გინტერი შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში "გლადბახში" გადავიდეს. ამის შესახებ ავტორიტეტული გერმანული გამოცემა "კიკერი" წერს. გამოცემის ცნობით, გლადბახელთა მთავარ მწვრთნელ ლუსიენ ფავრს მომავალი სეზონისთვის პირველ რიგში დაცვის ხაზის გაძლიერება სურს.

შვეიცარიელი თავკაცის გუნდი, რომელიც ბუნდესლიგის აწ დასრულებულ გათამაშებაში საპრიზო, მესამე ადგილზე გავიდა, გაისად ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზებს.

21 წლის მატიას გინტერი კი "დორტმუნდის" ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდება. 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა წლეულს ბუნდესლიგაში მხოლოდ 14 მატჩში ითამაშა.

0.115966