როგორც “დინამო თბილისის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, კლუბის გადაწყვეტილებით კახი გოგიჩაიშვილსა და მის სამწვრთნელო შტაბს 2014-2015 წლების დავით ყიფიანის საქართველოს თასის მედლები გადაეცემათ.
შეგახსენებთ, თბილისის კლუბი საქართველოს თასის გათამაშების ფინალში კახი გოგიჩაიშვილის ხელმძღვანელობით გავიდა, შემდეგ კი გოგიჩაიშვილი გია გეგუჩაძემ შეცვალა. “დინამომ” ფინალში გეგუჩაძის ხელმძღვანელობით “სამტრედია” 5:0 დაამარცხა.