ფეხბურთი

17:55 | 28.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი "მილანს" 3 ივნისს უპასუხებს

მადრიდის "რეალიდან" ცოტა ხნის წინ დათხოვნილი კარლო ანჩელოტი უმუშევარია. ცნობილი იტალიელი სპეციალისტი ერთი წლით დასვენებას გეგმავდა, თუმცა მისი ყოფილი გუნდი "მილანი" თავისთან სამუშაოს და გუნდის გაძლიერებას ჰპირდება.

იტალიურ მედიასთან საუბრისას ანჩელოტიმ განაცხადა, რომ "როსონერის" საბოლოო პასუხს ოთხშაბათს, 3 ივნისს ეტყვის.

"გალიანისთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა. ოთხშაბათს "მილანს" საბოლოო პასუხს გავცემ, ვნახოთ რა იქნება", - თქვა ანჩელოტიმ.

კარლო ანჩელოტი "რეალიდან" ორშაბათს დაითხოვეს. იგი "მილანში" 2001-2009 წლებში წარმატებით მუშაობდა და გუნდს სხვა ტიტულებთან ერთად უეფას ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოაგებინა.

0.140657