ფეხბურთი

16:39 | 28.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

მერებაშვილი “ატრომიტოსს” ვერ შეუთანხმდა

გიორგი მერებაშვილმა ბერძნული საფეხბურთო კლუბის “ატრომიტოსის” წინადადება უარყო. ინტერნეტპორტალ sport24.gr-ს ცნობით კლუბმა ქართველ შემტევ ნახევარმცველს კონტრაქტის გაფორმება ოფიციალურად შესთავაზა და წელიწადში 100000 ევროს გადახდას თანხმდებოდა. მერებაშვილისთვის “ატრომიტოსის” წინადადება მიუღებელი აღმოჩნდა.

“ატრომიტოსის” გარდა, მერებაშვილის თავის რიგებში ხილვა “ვერიასა” და “პანათოლიკოსს” სურთ.

0.119086