როგორც guardian იუწყება, ფიფას მაღალჩინოსნების მიმართ აგორებული სკანდალის გამო პოლიცია შვეიცარიის პროკურატურაში რუსეთის სპორტის მინისტრ ვიტალი მუტკოს დაკითხავს.
რუსული პრესის ცნობით, მუტკო მზადაა გამოძიების კითხვებს ზუსტი და ამომწურავი პასუხი გასცეს, რუსული მხარე ასევე მზადყოფნას გამოთქვამს რუსეთის 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ორგანიზაციის იურიდიული საბუთების წარდგენასთან დაკავშირებით. დაკითხვა დღეს ციურიხში შედგება.
შეგახსენებთ აშშ-ს დეპარტამენტმა ქრთამის ბრალდებით ფიფასა ყოფილ და მოქმედ 18 მაღალჩინოსანზე დაპატიმრების ორდერი გასცა. სწორედ აღნიშნულ ფაქტს მოჰყვება რუსეთის სპორტის მინისტრის დაკითხვა.