“ვესტ ჰემის” მთავარ მწვრთნელად შესაძლოა “მარსელის” მთავარი მწვრთნელი მარსელო ბიელსა დაინიშნოს. Daily Telegraph -ის ცნობით “ჩაქუჩებმა” არგენტინელ მწვრთნელს ორწლიანი კონტრაქტი შესთავაზეს.
ინგლისური კლუბი ბიელსას თაობაზე “მარსელთან” აწარმოებდა მოლაპარაკებას, თუმცა ლიგა 1-ის წარმომადგენელს ბიელსასთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს.
გასულ სეზონში “მარსელი” საფრანგეთის ჩემპიონობისთვის იბრძოდა, თუმცა საბოლოოდ სამეულს მიღმა აღმოჩნდა, რაც ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს გამორიცხავს. მიუხედავად ამისა, ფრანგულ კლუბს კვლავ სურს ბიელსასთან თანამშრომლობა.
ბიელსას პროფესიული სამწვრთნელო კარიერა 1990 წელს დაიწყო. მუშაობდა სამხრეთ ამერიკულ კლუბებში, ასევე წვრთნიდა ჩილესა და არგენტინის ეროვნულ ნაკრებებს. 2011-2013 წლებში ბილბაოს “ატლეტიკის” მთავარი მწვრთნელი იყო, გასული სეზონის წინ კი “მარსელს” ჩაუდგა სათავეში.