ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა, რომელმაც ცოტა ხნის წინ იოზეფ ბლატერს მაფიოზი უწოდა, ხოლო მისი ორგანიზაცია კორუფციაში ჩაძირულად მოიხსენია, ფიფას მაღალჩინოსნების სკანდალს გამოეხმაურა.
“მეუბნებოდნენ, რომ ჩემი ბრალდებების გამო გიჟი ვარ. ფედერალური გამოძიების ბიურომ აჩვენა სინამდვილეში ფიფას შიგნით რაც ხდება. ამერიკელებმა სერიოზული სამუშაო გასწიეს და ახლა ხალხს უნდა აუხსნან რა მოხდა და მომავალში რა იქნება. ქრთამად აღებული ფული უნდა დააბრუნებინონ და აფრიკელი ბავშვების საწვრთნელ ბანაკებში ჩადონ. ფიფას 1,5 მილიარდი დოლარის რეზერვი აქვს, როდესაც ზოგი მოთამაშე თვეში 150 დოლარს იღებს.
ეს უკვე ფეხბურთი არაა. ეს ტოტალური ტყუილია და მხოლოდ იმისთვის, რომ ბლატერი კიდევ ერთხელ აირჩიონ. ახლა ვნახოთ კიდევ აირჩევენ თუ არა. სად ბრძანდებოდა ეს ვაჟბატონი, როდესაც მოქრთამვა ხდებოდა?” – განაცხადა მარადონამ Radio La Red-თან საუბარში.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ვინც ბლატერს ხმა მისცეს ის იყოს ჭუჭუ
მე შენ გეტყვი და ჭუჭუები არ არიან თუ DDDDDDDDDDDDDDDDD
ეს გიჟი რომ მართალია შენთან მიმართებაში ზნაჩიტ დამნაშავე ხარ

სისტემა რა, მთავარია ყატარის და რუსეთის მასპინძლობა იქნას გამოძიებული, ეგ ბევრ დეტალს მოჰფენს ნათელს. შეიძლება ეს დაპატიმრებები ყურადღების გადასატანად არის, ანუ ვითომ მთავარი მექრთამეები დაიჭირეს და სხვა დანარჩენი სუფთები არიან ...
შენ ეგა უბრალოდ ბლატერი თუ ჩანაცვლდა და სისტემა იგივე დარჩა,
ინტერვიუს პარალელურად შერეკილებს უყურებდა დიეგო

DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD