ფეხბურთი

12:32 | 28.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“RMG ჯგუფი” ბოლნისის “სიონს” დაეხმარა

კომპანია “RMG ჯგუფმა” საფეხბურთო კლუბ ბოლნისის “სიონს” საჩუქრად “ნაიკის” ფირმის 30 ბურთი გადასცა. ამის შესახებ “სიონის” პრესსამსახური იუწყება.

“მინდა მადლობა გადავუხადო “RMG ჯგუფს” ასეთი კარგი საჩუქრისთვის. მსგავსი დახმარება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. მოხარული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა შედგა და კვლავაც გაგრძელდება. მომავალი სეზონისთვის პრაქტიკულად ერთი პრობლემა მოხსნილია, ახალ სეზონს ახალი ბურთებით დავიწყებთ, რაც ძალიან სასიხარულოა.

გარდა ამისა, “RMG ჯგუფის” დახმარებით, ამ ყველაფერს სათამაშო ფორმაც შეემატება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ წინ დიდი ნაბიჯი იქნება გადადგმული გუნდის კეთილდღეობისთვის. ძალიან მოხარული ვარ, რომ ბოლნისის “სიონს” ასეთი მეგობარი კომპანია ჰყავს. იმედია, ჩვენი ურთიერთობა სამომავლოდაც გაგრძელდება”, - აღნიშნა “სიონის” გენერალურმა დირექტორმა ლადო ბურდულმა, რომელიც გუნდის ფაქტობრივი მთავარი მწვრთნელია.

“ბოლნისის “სიონს” კომპანია “RMG ჯგუფმა” 30 ცალი მაღალი ხარისხის “ნაიკის” ფირმის ბურთები საჩუქრად გადასცა. კომპანია კლუბის დახმარებას აქტიურად გააგრძელებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქვემო ქართლის რეგიონში სპორტული და კულტურული წარმატებები. ამიტომ ,მათ ყოველთვის გვერდში ვუდგავართ. ახალ სეზონში, “სიონს”, წარმატებებს ვუსურვებ” - განაცხადა კომპანია “ღMG ჯგუფის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნიკა კარიჭაშვილმა.

“ძალიან მნიშვნელოვანია კომპანია “RMG ჯგუფის” დახმარება ჩვენი კლუბისთვის, რისთვისაც მათ მადლობას გადავუხდი. ჩვენთვის, ფეხბურთელებისთვისაც სტიმულია, როდესაც მსგავს მხარდაჭერას ვხედავთ”, - აღნიშნა გუნდის კაპიტანმა დავით სვანიძემ.

აქვე გეტყვით, რომ “RMG ჯგუფი” “სიონს” მეორედ დაეხმარა. მანამდე, კომპანიამ ბოლნისელებს 50000 ლარის ღირებულების ეკიპირება შეუძინა.

0.13622