ფეხბურთი

12:16 | 28.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

მირონ მარკევიჩი: “მეტოქეს გოლები ვაჩუქეთ”

ევროპა ლიგის ფინალში მარცხის შემდეგ “დნიპროს” მთავარი მწვრთნელი მირონ მარკევიჩი ჟურნალისტებს ესაუბრა. უკრაინელს თქმით მისმა ფეხბურთელებმა მეორე და მესამე გოლის სერიოზული შეცდომები დაუშვეს.

“გუნდმა მიიღო დიდი გამოცდილება. ამ დონის მატჩში ჩემი გუნდის ფეხბურთელებმა პირველად ითამაშეს. ჩვენ ვცადეთ გვეთამაშა ფეხბურთი, რომელიც წარმატებას მოგვიტანდა. მეორე და მესამე გოლისას დავუშვით სერიოზული შეცდომები, პრაქტიკულად მეტოქეს ვაჩუქეთ გოლები.

ამ დონის მატჩში გამარჯვებისთვის საჭიროა უფრო მეტი მაღალი დონის მოთამაშე. ინდივიდუალური ოსტატობით ჩემი გუნდის ფეხბურთელებიდან კონოპლიანკასა და დუგლასს გამოვარჩევდი. მათ სხვებზე უკეთ ითამაშეს, თუმცა გამარჯვებისთვის არ იყო საკმარისი”, - აღნიშნა მარკევიჩმა.

64 წლის მარკევიჩს არაერთ კლუბში უმუშავია, თუმცა ამ დონის ტურნირის ფინალში მისმა გუნდმა პირველად ითამაშა.

0.122199