ევროპა ლიგის ფინალში გამარჯვების შემდეგ “სევილიას” პორტუგალიელმა ფეხბურთელმა დანიელ კარიკომ ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი თქმით გუნდის წარმატებაში მწვრთნელის როლი ძალიან დიდია.
“ბედნიერი ვარ დღევანდელი მატჩით. მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. შემდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვითამაშებთ, რაც თავიდანვე დამატებითი მოტივაცია იყო.
დიდი მადლობა გულშემატკივრებს. “სევილიას” განსაკუთრებული გულშემატკივრები ჰყავს. მათ მხარდაჭერას ფინალშიც ვგრძნობდით, რაც გამარჯვებაში დაგვეხმარა.
ვფიქრობ, ემერი უნდა დარჩეს კლუბში. იგი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. ფეხბურთელები მთავარ მწვრთნელს ვთხოვთ დარჩენას. იმედი გვაქვს, ემერი შემდეგ სეზონშიც “სევილიას” მწვრთნელი იქნება”, - აღნიშნა დანიელ კარიკომ.
კარიკომ “სევილიასთან” ერთად ევროპა ლიგის თასი მეორე მოიპოვა. პირველად ეს მოხდა 2013-14 წლების სეზონში, ფინალში ესპანურმა კლუბმა “ბენფიკა” დაამარცხა.