თამაშგარე

10:27 | 28.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ალმუდენა, კორიდა და იეთიმ გურჯი

როგორც კორიდის ხარი დასდევს მატადორს, ისე დასდევს მთელი ესპანეთის ყმაწვილკაცობა ცნობილ პირინელ მოდელს, ალმუდენა ფერნანდესს, რომელიც ისეთი ლამაზი და კოხტაა, ძველ თბილისში რომ ეცხოვრა, მასზე იეთიმ გურჯი არაერთ დამწვრისა და გულისშემაღონებელ ლექსს შექმნიდა.

ალმუდენა ფერნანდესის ეშხითა და სიკისკისით, მადრიდის ”რეალის” მრავლისმნახველი გოლკიპერი, იკერ კასილასიც მოხიბლულა, რომელიც როგორც იცით ცოლიანი კაცია, მაგრამ შეფასებისა და შექების უფლება და უნარი რა თქმა უნდა არ დაუკარგავს.

იკერის აზრით, ალმუდენა მთელი ესპანეთისათვის სასახელო ლამაზმანია და იგი ამ უშხვართეს ასულს ყოველთვის და ყველაფერში უგულშემატკივრებს. იკერის ეს სიტყვები ძალიან ჰგავს ერთ ძველ ქართულ ანეკდოტს, სადაც ქმარს თავისი ცოლი პლაჟზე ქალების თვალიერებას უშლის და ამაზე ქმარი ბრაზდება - კაცს რესტორანში ქეიფის ფული თუ არ აქვს, მენიუს თვალიერებას მაინც ნუ უშლიო...

0.119757