ქალთა შორის საქართველოს პირველმა ჩოგანმა სოფო შაფათავამ იტალიის ქალაქ გრადოში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) მერვედფინალში გააღწია.
მე-8 ნომრად განთესილმა შაფათავამ კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – რუს მარინა შამაიკოს 6:3, 6:2 სძლია და შემდეგ წრეში კანადელი შერონ ფიჩმანს ეთამაშება. ამ უკანასკნელმა შვეიცარიელ ჟილ ტეიჩმანს 6:4, 6:3 მოუგო