როგორც Sky Sports-ი იუწყება, “ლივერპულს” მადრიდის “ატლეტიკოს” ფორვარდ მარიო მანჯუკიჩის შეძენა სურს. მერსისაიდელების მსგავსად ხორვატი მოთამაშის გადაბირება “ტოტენჰემსაც” უნდა.
მანჯუკიჩის თაობაზე მადრიდულ კლუბთან მოლაპარაკებას “მილანიც” აწარმოებდა, თუმცა შემდგომ მოლაპარაკების დროს პრობლემები წარმოიშვა და სავარაუდოდ 29 წლის თავდამსხმელის “მილანში” ტრანსფერი არ განხორციელდება.
იტალიური პრესის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ მანჯუკიჩი გასული სეზონის წინ გადავიდა მადრიდულ კლუბში, ხორვატ ფეხბურთელს გუნდის შეცვლა სურს.
მანჯუკიჩმა 2014-15 წლების ესპანეთის ჩემპიონატში 28 მატჩში 12 გოლი გაიტანა, ჩემპიონთა ლიგის 10 მატჩში კი 5 გოლი შეაგდო.