გერმანიის ბუნდესლიგის ბინადარმა "დორტმუნდმა" გუნდის სერბ მცველ ნევენ სუბოტიჩს კონტრაქტი 2018 წლის 30 ივნისამდე გაუხანგრძლივა. ამის შესახებ "ბორუსიას" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
სუბოტიჩს "ყვითლებთან" კონტრაქტი გაისად ეწურებოდა და მისი გუნდიდან შესაძლო აბარგების შესახებ ბევრი იწერებოდა, თუმცა საბოლოოდ 26 წლის ფეხბურთელი ისევ "სიგნალ იდუნა პარკზე" დარჩება.
სუბოტიჩი "დორტმუნდში" "მაინციდან" 2008 წელს გადაბარგდა. მას შემდეგ მან კლუბის შემადგენლობაში 243 შეხვედრა ჩაატარა და 17 გოლის გატანაც შეძლო.