ფეხბურთი

21:03 | 27.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

"ლილს" ჟერვინიოს დაბრუნება უნდა

საფრანგეთის ლიგა 1-ის ბინადარ "ლილს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს ერვე რენარის სახით. 46 წლის ფრანგმა სპეციალისტმა, კლუბში წარდგენისას გამართულ პრესკონფერენციაზე არ დამალა, რომ თავის ახალ გუნდში იტალიური "რომასა" და კოტ დივუარის ნაკრების თავდამსხმელის, ჟერვინიოს ხილვა სურს.

"ლილი ჟერვინიოსთვის კარგი ადგილია. მე მისი გუნდში დაბრუნება მინდა, მაგრამ ხელფასი ამაში ხელს შეგვიშლის. ჩვენ არ შეგვიძლია იმდენის გადახდა, რამდენსაც მას "რომა" უხდის", - თქვა რენარმა.

აღსანიშნავია, რომ ჟერვინიო რენანრის ხელმძღვანელობით კოტდივუარის ნაკრებში 2014 წლის აგვისტოდან მოყოლებული თამაშობდა.

ჟერვინიო "ლილში" ერთხელ უკვე ირჯებოდა. 28 წლის აფრიკელი ფეხბურთელი "სტად პიერ-მოროზე" 2009-2011 წლებში თამაშობდა.

0.129997