ფეხბურთი

20:21 | 27.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

იკარდიმ "რეალი" ერთხელ უკვე იუარა

მილანის "ინტერის" არგენტინელი თავდამსხმელი მაურო იკარდი ფრანგულ ტელეარხ "კანალ პლიუსს" ესაუბრა. 22 წლის ფორვარდის განცხადებით, მან მადრიდის "რეალში" გადასვლაზე უარი უკვე განაცხადა და მილანიდან აბარგებას არ გეგმავს.

"ინტერი" მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ყოველთვის ვთამაშობ და გუნდს ბევრი გოლით ვეხმარები. ამჟამად ჩვენ არ ვართ იმ სიმაღლეზე, რომელსაც ეს გუნდი იმსახურებს, მაგრამ ამისათვის მოცდაა საჭირო. მომავალ სეზონში "ინტერი" ჩვეულ დონეს დაუბრუნდება.

როდესაც "ბარსელონადან" წასვლა გადავწყვიტე, ყველაფერი სწრაფად მოხდა - "სამპდორიაში" შანსი მომეცა. იმავე წელს, "რეალს" ჩემი აყვანა უნდოდა და კასტილიაში თამაშს მპირდებოდა, მაგრამ სერია A-ს ნაცვლად ესპანეთის ქვედა ლიგაში თამაში არ მინდოდა", - თქვა იკარდიმ.

მაურო იკარდის 2008-2011 წლებში "ბარსას" ახალგაზრდულ გუნდში აქვს ნათამაშები, შემდგომ კი "სამპდორიას" მიაშურა, რომლის მთავარ გუნდში 2012 წლის ზაფხულში დააწინაურეს. ერთი წლის შემდეგ კი "ინტერში" აღმოჩნდა. მიმდინარე სეზონში სამხრეთამერიკელმა ფორვარდმა იტალიის სერია A-ში 35 მატჩში 20 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში ლიდერ ლუკა ტონის ერთი გოლით ჩამორჩება.

0.113201