ფეხბურთი

15:37 | 27.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქეცბაიამ და ნემსაძემ “დანდიში” ითამაშეს

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელებმა თემურ ქეცბაიამ და გიორგი ნემსაძემ შოტლანდიური “დანდის” რიგებში ითამაშეს.

ისინი ლონდონში “კრისტალ პალასის” მეკარე ჯულიან სპერონიმ მიიწვია, რომელიც თავის კარიერას “დანდიში” იწყებდა. დიდი ბრიტანეთში არსებული ტრადიციის თანახმად, თუ ფეხბურთელი ერთ კლუბში 10 წელიწადი გამოდის, მის პატივსაცემად ამხანაგურ მატჩს აწყობენ.

ამჯერად, ერთმანეთს “კრისტალ პალასი” და “დანდი” დაუპირისპირდნენ. მატჩზე სპერონიმ ქეცბაია და ნემსაძეც მიიწვია, რომლებთან ერთად “დანდიში” უასპარეზია.

შეხვედრა, რომელსაც 11500 გულშემატკივარი დაესწრო, “კრისტალ პალასმა” 4:3 მოიგო. ქეცბაია თამაშში 55-ე წუთიდან ჩაერთო, ხოლო ნემსაძე მოედანზე 75-ე წუთზე გამოჩნდა.

0.114699