სერბეთის საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალეკსანდარ ჯორჯევიჩმა 2015 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის წინასწარი შემადგენლობა დაასახელა.
ნაკრებში აღარ არის ბოლო პერიოდის სერბული კალათბურთის ერთ-ერთი საუკეთესო საუკეთესო მოთამაშე ნენად კრსტიჩი, რომელიც ზაფხულში გამოსათხოვარ მატჩს ჩაატარებს.
გარკვეულია ისიც, რომ გუნდის კაპიტანი მოსკოვის ცსკა-ს ვარსკვლავი მილოშ ტეოდოსიჩი იქნება. სხვათა შორის, ამ უკანასკნელმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ თუკი სერბები ნატურალიზებულ მოთამაშეს იხმობდნენ, ის ეროვნულ ნაკრებში აღარ ითამაშებდა.
სერბეთის ნაკრების ნაკრების წინასწარი შემადგენლობა
მილოშ ტეოდოსიჩი (ცსკა, რუსეთი)
სტეფან იოვიჩი (“ცრვენა ზვეზდა”)
სტეფან მარკოვიჩი (“უნიკახა”, ესპანეთი)
ვასილე მიჩიჩი (“ბაიერნი”, გერმანია)
ნემანია ნედოვიჩი (“ვალენსია”, ესპანეთი)
ბოგდან ბოგდანოვიჩი (“ფენერბაჰჩე”, თურქეთი)
დრაგან რადოსავლევიჩი (“პარტიზანი”)
რადე ზაგორაცი (“მეგა ლეკსი”)
ნიკოლა კალინიჩი (“ცრვენა ზვეზდა”)
მარკო სიმონოვიჩი (“პო ორტეზი”, საფრანგეთი)
მარკო კეშელი (“მექა ლეკსი”)
ნემანია დანგუბიჩი (“ცრვენა ზვეზდა”)
ნემანია ბიელიცა (“ფენერბაჰჩე”, თურქეთი)
ლუკა მიტროვიჩი (“ცრვენა ზვეზდა”)
ზორან ერცეგი (“გალათასარაი”, თურქეთი)
სტეფან ბირჩევიჩი (“ესტუდიანტესი”, ესპანეთი)
მილან მაჩვანი (“პარტიზანი”)
ჯორჯე მაისტროვიჩი (“მეტალაცი”)
ნიკოლა იოკიჩი (“მეგა ლეკსი”)
მიროსლავ რადულიცა (თავისუფალი აგენტი)
ბობან მარიანოვიჩი (“ცრვენა ზვეზდა”)
ოგნენ კუზმიჩი (“გოლდენ სტეიტი”, NBA)
ვლადიმირ შტიმაცი (“ბაიერნი”, გერმანია)
ნიკოლა მილუტინოვი (“პარტიზანი”)
ჯორჯევიჩის მიერ შერჩეული 24 კალათბურთელი 15 ივლისს ბელგრადში სამედიცინო შემოწმებისთვის შეიკრიბება, 4 დღის თავზე კი გეზს სლოვენიური კრანსკა გორასკენ აიღებს, სადაც 2 აგვისტოს უნგრეთთან პირველ საკონტროლო მატჩს ჩაატარებს. მოსამზადებელ ციკლში სერბები კიდევ არაერთ შეხვედრას ჩაატარებენ, მათ შორის, საფრანგეთთან და სლოვენიასთან.
შეგახსენებთ, რომ მომავალ ევროპის ჩემპიონატზე სერბეთის ნაკრები ურთულეს B ჯგუფში მოხვდა. გერმანიის დედაქალაქ ბერლინში დაგეგმილ მატჩებში სერბები მასპინძელთა გარდა, ესპანეთს, თურქეთს, იტალიას და ისლანდიას ეთამაშებიან. პირველ მატჩში, რომელიც 5 სექტემბერს შედგება, ჯორჯევიჩის გუნდი ერთ-ერთ ფავორიტ ესპანეთს დაუპირისპირდება.