ფეხბურთი

12:28 | 27.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

19-წლამდელთა ელიტ რაუნდი: მატჩისწინა პრესკონფერენცია და ტურნირის განრიგი

საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები 29 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით თბილისში გასამართ ელიტ რაუნდში პირველ ჯგუფში ესპანელ, პორტუგალიელ და თურქ თანატოლებს დაუპირისპირდება.

მომავალი მატჩისთვის ქართველ 19-წლამდელთა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დევდარიანმა შეკრებაზე შემდეგი ფეხბურთელები გამოიძახა:

მეკარეები: ბექა ქურდაძე, ლაზარე კუპატაძე (ორივე “საბურთალო”), ოთო გოშაძე (“ქასიმფაშა”, თურქეთი).

მცველები: ჯიმი ტაბიძე, გაგი მარგველაშვილი, გრიგოლ ჩაბრაძე, ცოტნე ნადარაია (ყველა “საბურთალო”), ზურაბ მალანია (“შუქურა”, ქობულეთი), გიორგი დუმბაძე (“ლოკომოტივი”, თბილისი), გიორგი თევზაძე (“სამტრედია”).

ნახევარმცველები: გიორგი ხარაიშვილი, გურამ გოშთელიანი, ლადო მამუჩაშვილი (ყველა “საბურთალო”), გიორგი ბერიძე (“ზესტაფონი”), ლადო მოხევიშვილი (“ლევანტე”, ესპანეთი), ზაურ გოგუაძე (“ტორპედო”, ქუთაისი), გიორგი კილასონია (“მეტალურგი”, რუსთავი), ოთარ კიტეიშვილი (“დინამო”, თბილისი).

თავდამსხმელები: ლუკა ზარანდია (“გენკი”, ბელგია), გიორგი ხორხელი (“საბურთალო”), ბექა ჭკუასელი (“დინამო”, ბათუმი), მათე კვირკვია (“ზესტაფონი”), აკაკი შულაია (“მერანი”, მარტვილი), გიორგი არაბიძე (“ლოკომოტივი”, თბილისი), ილია კერძევაძე (“სამტრედია”), რომან ჭანტურია (“ემპოლი”, იტალია).

ჩამოთვლილთაგან დევდარიანი ელიტ რაუნდისთვის 18-კაციან შემადგენლობას შეარჩევს.

28 მაისს, ტურნირის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ოთხივე ნაკრების მთავარი მწვრთნელი პრესკონფერენციას გამართავს.

ჟურნალისტებთან შეხვედრის შემდეგ, 16:30 საათზე “მიხეილ მესხზე” ქართველები ივარჯიშებენ, ხოლო 18:00 საათზე ამავე არენას ელიტ რაუნდში დევდარიანის შეგირდების პირველი მეტოქე ესპანეთის ნაკრები მიაშურებს.

ელიტ რაუნდის მატჩების განრიგი ასე გამოიყურება:

29 მაისი

პორტუგალია – თურქეთი 14:00 საათი

საქართველო – ესპანეთი 17:00 საათი

31 მაისი

ესპანეთი – თურქეთი 14:00

საქართველო – პორტუგალია 17:00

3 ივნისი

პორტუგალია – ესპანეთი 17:00

საქართველო – თურქეთი 17:00

ქართველი 19-წლამდელები ყველა მატჩს “მიხეილ მესხის” ძირითად არენაზე ჩაატარებენ, ხოლო სხვა შეხვედრები ამავე სტადიონის სათადარიგო მოედანზე გაიმართება.

ელიტ რაუნდის 8 ჯგუფიდან ფინალურ ეტაპზე თითო გუნდი გადის, რომელთაც მასპინძელი საბერძნეთი დაემატება. 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი 6-19 ივლისს საბერძნეთში გაიმართება.

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი ყველაზე მეტჯერ ესპანელებს მოუგიათ, რომელთაც პირველ შესარჩევ ეტაპზე არ უთამაშიათ და პირდაპირ ელიტ რაუნდში ჩაერთვნენ.

0.116654