ფეხბურთი

11:58 | 27.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქალებმა აზერბაიჯანში პირველი სპარინგი მოიგეს

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნულმა გუნდმა, რომელსაც თამაზ კოსტავა წვრთნის, ბაქოში აზერბაიჯანის ნაკრებთან პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და 1:0 გაიმარჯვა.

ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, კოსტავამ გუნდი ასეთი შემადგენლობით ათამაშა.

თამარ ნადირაშვილი, ნინო კოჭლამაზაშვილი, ნინო პასიკაშვილი, ნინო სუთიძე, თამარ ტატუაშვილი, მარიამ ბასილაძე, ლანა გორგაძე (თამრიკო კვალიაშვილი), ტატიანა მატვეევა (კ) (ანა სინატიშვილი), ლელა ჭიჭინაძე , ანა ჩემინავა, ნათია სხირტლაძე.

განვლილ შეხვედრაში ერთადერთი გოლი 22-ე წუთზე ლელა ჭიჭინაძემ გაიტანა, რომელმაც ტატა მატვეევას პასი გამოიყენა.

ქართველ ქალთა ნაკრები აზერბაიჯანელებთან მეორე სპარინგს 29 მაისს გამართავს.

0.116897