ჩოგბურთი

1:45 | 27.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძემ წარმატებული სტარტი აიღო

ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ სლოვენიის ქალაქ მარიბორში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირის საწყისი რაუნდის დაძლევა მოახერხა.

გორგოძემ შვეიცარიელი ლარა მიჩელი 6:7 (6:8), 4:6, 1:6 დაამარცხა და მერვედფინალში გააღწია, სადაც ხორვატ ფეტსა და რუმინელ კადანტუს შორის უმჯობესს გაეჯიბრება.

წყვილთა ტურნირის მეოთხედფინალში გორგოძე და სლოვენიელი ნასტია კოლარი, რომელთაც პირველი განთესვა გააჩნიათ, გერმანელ კლასენს და სლოვაკ ლუკნაროვას ეთამაშებიან.

ამ უკანასკნელთ პირველ რაუნდში სოფო ქვაცაბაიას და უკრაინელ ტატიანა პერებინისს 6:1, 6:3 სძლიეს.

0.108484