ფეხბურთი

22:46 | 26.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

გოროზიამ დუბლებში გაიტანა

ნორვეგიის მეორე დივიზიონის ა ჯგუფის მე-6 ტურში “სტაბეკი 2-მა” შინ 4:0 დაამარცხა “მიოლნერი.” ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი გოროზიამ “სტაბეკი 2-ში” სრულად ითამაშა, 50-ე წუთზე კი საჯარიმო დარტყმით ორამდე გაზარდა სხვაობა.

ნორვეგიის მეორე დივიზიონის ა ჯგუფში 14 გუნდი თამაშობს, “სტაბეკი 2” კი 13 ქულით მე-4 ადგილზეა.

შეგახსენებთ, გუშინ “სტაბეკის” ძირითადი გუნდი “რუსენბორგს” შეხვდა, გოროზიამ მცირე ტრავმის გამო ცვლილებაზე ითამაშა, დღეს კი მეტი დატვირთვის მიღების მიზნით “სტაბეკი 2-ში” იასპარეზა.

0.115235