ინგლისის პრემიერლიგაში აღზევებულ “უოტფორდს” შემდეგი სეზონიდან ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. გუნდს სლავიშა იოკანოვიჩი აღარ გაწვრთნის. ამჟამად “უოტფორდის” მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტურია.
Sky Sports-ის ინფორმაციით, “უოტფორდის” მთავარ მწვრთნელად შესაძლოა 50 წლის კიკე ფლორესი დაინიშნოს, რომელსაც ინგლისურ ფეხბურთში არ უმუშავია. 2010 წელს მან მადრიდის “ატლეტიკოს” ევროპალიგისა და ესპანეთის თასის ტიტული მოაპოვებინა, ბოლოს კი “ხეტაფეს” წვრთნიდა.
მიმდინარე სეზონში 46 წლის სლავიშა იოკანოვიჩმა “უოტფორდი” ჩემპიონშიფში მეორე ადგილზე გაიყვანა და პრემიერლიგაში თამაშის უფლება ფლეი-ოფის გარეშე მოაპოვებინა.
იოკანოვიჩს ფეხბურთელობისას ლონდონის “ჩელსიში” უთამაშია. მან 2000-2002 წლებში დაიცვა “არისტოკრატების” ღირსება.