იტალიის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა "ნაპოლის" ურუგვაელი მცველი მიგელ ანხელ ბრიტოსი სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. აღნიშნული სასჯელის მიზეზი "იუვენტუსი" - "ნაპოლის" მატჩისას ალვარო მორატას წინააღმდეგ უხეშობაა. სამხრეთამერიკელი უკანახაზელი სერია A-ს მიმდინარე სეზონის ბოლო და მომავალი სეზონის პირველ ორ ტურს გამოტოვებს.
ბრიტოსმა მორატას თამაშის მიწურურლს სახეში თავი უთავაზა, რის გამოც იგი შეხვედრის მთავარმა არბიტრმა მოედნიდან გააძევა, "ნაპოლის" კარში კი თერთმეტმეტრიანი დანიშნა.