ფეხბურთი

14:51 | 26.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ხედირა ტურინშია

იტალიური მედიის ინფორმაციით, გერმანიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი სამი ხედირა ტურინში იმყოფება, “იუვენტუსში” სამედიცინო შემოწმებას გაივლის და “ბიანკონერი” გახდება.

გავრცელებული ცნობით, გერმანელი იტალიურ გრანდთან 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში ანაზღაურების სახით 2.6 მილიონი გირვანქას და ბონუსსაც მიიღებს.

სამის “რეალთან” კონტრაქტი ოფიციალურად 30 ივნისს ეწურება. მიმდინარე სეზონში ხედირას “სამეფო გუნდში” მცირე სათამაშო დრო ჰქონდა, ფეხბურთელმა 17 მატჩი ჩაატარა და მოედანზე საშუალოდ 37 წუთს ატარებდა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება აწ უკვე გასულ სეზონში 35-დან 20 მილიონ ევრომდე დავარდა.

1.646939