ფეხბურთი

14:32 | 26.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს ჩავის იჯარით დამატება უნდა

კატალონიის "ბარსელონას" აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ჩავი ერნანდესი, რომელიც სეზონის დასრულების შემდეგ ყატარულ "ალ სადს" შეუერთდება შესაძლოა ერთი წლით სათამაშოდ ისევ ევროპაში დარჩეს. ვეტერანი ნახევარმცველის ერთწლიანი იჯარით დამატება საფრანგეთის ჩემპიონ "პარი სენ ჟერმენს" სურს. ამის შესახებ ფრანგული გამოცემა "ლე პარიზიენი" იუწყება.

აღსანიშნავია, რომ ასეთი შემთხვევა უკვე დანერგილია. ასეთი ფორმულით "მანჩესტერ სიტიში" ერთი სეზონის თამაში ინგლისელმა ფრენკ ლამპარდმა მოახერხა, რომელიც "ნიუ-იორკმა" ქალაქელებს იჯარით წლის წინ დაუთმო.

0.114829