სერბი მცველი სლავკო მარიჩი მომავალ სეზონში გორის “დილაში” აღარ ითამაშებს. ის კლუბში ზამთარში მივიდა და შიდაქართლელთა რიგებში 9 მატჩი ჩაატარა. მარიჩს ხშირად ტრავმა ჰქონდა და ამიტომ, გუნდის მთავარი მწვრთნელის უჩა სოსიაშვილის აზრით, თავისი შესაძლებლობა სრულად ვერ გამოავლინა.
“დილა” ახალი სეზონისთვის 6 ფეხბურთელის დამატებას აპირებს, რომელთაგან 4 ქართველია, ხოლო 2 უცხოელი. თუმცა, ჯერ სოსიაშვილს გვარები ოფიციალურად არ დაუსახელებია. მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ლეგიონერები ფორვარდები არიან.
“დილას” ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადებას 10 ივნისს შეუდგება და უცხოეთში 2 შეკრების გავლას გეგმავს.