ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბ “ორლანდო მეჯიქის” მთავარ მწვრთნელად სკოტ სკაილზი დაინიშნება. ამ ინფორმაციას ამერიკული პრესა ავრცელებს.
სკაილზი, რომელიც თავის დროზე ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსს” ავარჯიშებდა, ფლორიდული კლუბის პრეზიდენტ ალექს მარტინსთან კარგ ურთიერთობებში იმყოფება და მასთან ხანგრძლივი კონტრაქტის გაფორმებაც იგეგმება.