სტამბოლის “გალათასარაი” თურქეთის სუპერლიგის 2014/15 წლების სეზონის გამარჯვებულია. 25 მაისს “ფენერბაჰჩემ” სტუმრად “ბასაკშეჰირი” ვერ დაამარცხა (2:2) და ლიდერს ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე 5 ქულით ჩამორჩა. მატჩის დასრულების შემდეგ კი სტამბოლში “ლომების” გულშემატკივრებმა ჩემპიონობა იზეიმეს.
ქვეყნის პირველობა “გალათასარაიმ” მეოცედ მოიგო, რაც რეკორდია. 19 გამარჯვება აქვს “ფენერბაჰჩეს”. თურქეთის თასი გუნდმა 15-ჯერ, ხოლო სუპერთასი 13-ჯერ აღმართა.
წითელ-ყვითლები 2014/15 წლების სეზონის თასის ფინალში არიან და სეზონი შესაძლოა კიდევ ერთი ტიტულით დახურონ. 3 ივნისს “გალათასარაი” “ბურსასფორს” დაუპირისპირდება.