“ბორნმუთისა” და “უოტფორდის” შემდეგ პრემიერლიგის საგზური “ნორვიჩმა” მოიპოვა. “იადონებმა” ჩემპიონშიფის პლეი ოფის ფინალში “მიდლსბრო” 2:0 დაამარცხეს. “უემბლიზე” შეკრებილმა 85 636 გულშემატკივარმა ჯერომისა და რედმონდის გატანილი გოლები იხილა.
ფინალამდე “ნორვიჩმა” ორრაუნდიან ნახევარფინალურ დაპირისპირებაში “იფსვიჩი” ჯამში 4:2 დაამარცხა, ხოლო “მიდლსბრომ” აკაკი გოგიას ახალი კლუბი “ბრენტფორდი” 5:1 გაანადგურა.
“იადონები” პრემიერლიგას 2013/14 წლების სეზონში დაემშვიდობნენ და უკან დასაბრუნებლად მხოლოდ ერთი სეზონი დასჭირდათ.