ჩოგბურთი

23:49 | 25.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქვაცაბაიამ კვალიფიკაცია ვერ დასძლია

ქართველმა ჩოგბურთელმა სოფო ქვაცაბაიამ სლოვენიის ქალაქ მარიბორში მიმდინარე 25-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში ვერ გააღწია.

მე-4 ნომრად განთესილმა ქვაცაბაიამ კვალიფიკაციის პირველ წრეში დაისვენა, შემდეგ კი რუსი ანა პრიბილოვა 6:3, 2:6, 6:1 დაამარცხა, თუმცა, გერმანელ კაროლინ უებელჰოფერს ვეღარ გაუმკლავდა – 4:6, 5:7.

ამგვარად, ძირითად ბადეში ერთადერთი ქართველი ჩოგბურთელი ითამაშებს. ეკატერინე გორგოძე იქ პირდაპირ გახლდათ დაშვებული და შვეიცარიელ ლარა მიჩელს გაეჯიბრება.

წყვილთა ტურნირში გორგოძე და სლოვენიელი ნასტია კოლარი პირველ ნომრად არიან განთესილნი და ბრძოლაში პირდაპირ მეოთხედფინალიდან ჩაებმებიან, სადაც ქვაცაბაია-პერებინისს (უკრაინა) და კლასენ (გერმანია)-ლუკნაროვა (სლოვაკეთი) მატჩში გამარჯვებულს ეთამაშებიან.

0.119232