ესპანური “ვალენსიას” და ბრაზილიის ნაკრების მეკარე დიეგო ალვეში დიდი ხნის განმალობაში ვერ შეძლებს თამაშს. “ღამურების” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით კიპერს მარჯვენა მუხლის მენისკის პრობლემები აქვს, ოპერაცია დასჭირდება და დაახლოებით 6-8 თვეს გამოტოვებს.
შესაბამისად, დიეგო ბრაზილიას კოპა ამერიკაზე ვერ დაეხმარება და ახალი საკლუბო სეზონის პირველ ნახევარს გამოტოვებს. დიეგომ ტრავმა “ალმერიასთან” მოგებული შეხვედრის (3:2) 71-ე წუთზე მიიღო და მოედანიდან საკაცით გასაყვანი შეიქნა.
29 წლის მეკარემ მიმდინარე სეზონში 37 მატჩი ჩაატარა და 29 გოლი გაუშვა.