ანდალუსიური “ბეტისი” ერთწლიანი შესვენების შემდგომ ლა ლიგაში დაბრუნდა.
“მწვანეებმა” ლიგა ადელანტეს გასულ ტურში “ბენიტო ვილამარინზე” “ალკორკონი” დაამარცხეს (3:0) და ოფიციალურად გაიფორმეს ესპანური ფეხბურთის ელიტის საგზური.
სევილიურმა კლუბმა ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე 84 ქულა დააგროვა და მე-3 ადგილოსან “ხიხონს” 8 ქულით გაუსწრო.