ჩოგბურთი

19:34 | 25.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი “როლან გაროსს” გამოეთიშა

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა საფრანგეთის ღია პირველობის ძირითადი ბადის საწყისი მატჩი ყოჩაღად დაიწყო და პირველი სეტიც მოიგო, თუმცა, უპირატესობის განვითარება ვეღარ მოახერხა და “როლან გაროსს” გამოეთიშა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველი ჩოგნის მეტოქე ავსტრალიელი ტანასი კოკინაკისი იყო, რომელიც აშკარა ფავორიტად მიიჩნეოდა და ეს სტატუსი გაამართლა.

არადა, ბასილაშვილი უშანსოდ არ ნამდვილად არ ყოფილა. მან პირველი სეტი 6:3 მოიგო, მეორეში 1:4-დან ანგარიში გაათანაბრა და მხოლოდ შემდეგ დამარცხდა, მესამეში კი საერთოდაც 2:5 ჩამორჩებოდა, როდესაც ზედიზედ 4 გეიმი მოიგო და 6:5 დაწინაურდა, თუმცა, თავისი მოწოდება ნულზე წააგო და ტაი-ბრეიკიც დათმო.

მე-4 სეტის სტარტზე ნიკოლოზს 3 ბრეიკ-პოინტი მიეცა, თუმცა, ეს შანსიც ვერ გამოიყენა და საბოლოოდ, 6:3, 4:6, 6:7 (4:7), 2:6 წააგო.

საბოლოოდ, ქართველ ჩოგბურთელს 6 ეისი და 8 ორმაგი შეცდომა მაოუგროვდა (ავსტრალიელს, შესაბამისად, 15 და 4), 12-დან 4 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, თავად კი მოწოდება 6-ჯერ დათმო (14 შესაძლებლობიდან). ჯამში, ნიკოლოზმა 121 გათამაშება მოიგო, კოკინაკისმა კი – 141.

მიუხედავად ყველაფრისა, ბასილაშვილისთვის ტურნირი მაინც აქტივში უნდა შევიტანოთ. საკვალიფიკაციო ბადის დაძლევისთვის მომავალ რეიტინგში მას ქულები დაემატება და გარკვეული წინსვლა გარანტირებული აქვს.

0.11709