ფეხბურთი

18:46 | 25.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრის ბერლინის რიმეიქის სჯერა

ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ იტალიურ მედიასთან ჩემპიონთა ლიგის ფინალის შესახებ მცირე კომენტარი გააკეთა. ალეგრის თქმით, იმედი აქვს, რომ ბუფონი 2006 წლის მსგავსად ბერლინში თასს ისევ ასწევს.

"იმედი მაქვს, რომ 2006 წელს ნაკრების შედეგი განმეორდება. პენალტებში გამარჯვება, როგორც ლიპის იტალიის ნაკრები? - შესანიშნავი იქნებოდა აგრეთვე გამარჯვება თამაშის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე... ეს ფინალია და დარწმუნებული ვარ, "ბარსელონას" წინააღმდეგ მძიმე თამაში იქნება, თუმცა გადამწყვეტ მატჩში ყველაფერი შეიძლება მოხდეს", - ამბობს ალეგრი.

"ბარსელონა" და "იუვენტუსი" ერთმანეთის პირისპირ 6 ივნისს წარსდგებიან. აღსანიშნავია, რომ "იუვენტუსი" ლიგის თასის მოგების შემთხვევაში ე.წ. ჰეთ თრიქს შეასრულებს, რადგან შიდა ასპარეზზე თასიც მოიგო და ჩემპიონატიც. იგივეს გაკეთების შანსი "ბარსაც" აქვს - კატალონელები ქვეყნის ჩემპიონები უკვე გახდნენ, ხოლო ლიგის პარალელურად “სამეფო თასის” ფინალშიც იმყოფებიან.

0.129087