ფეხბურთი

16:26 | 25.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ზალცბურგი” ავსტრიის ჩემპიონია

ავსტრიის ბუნდესლიგის 2014/15 წლების სეზონის გამარჯვებული “ზალცბურგი” გახდა. 35-ე ტურის მატჩში “წითელმა ხარებმა” შინ “ვოლფსბერგერი” 3:0 დაამარცხეს, “რაპიდს” 11 ქულით გაუსწრეს და საკუთარი გულშემატკივრების წინაშე გამარჯვება იზეიმეს.

გუნდმა ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ იზეიმა, ხოლო ისტორიაში – მეცხრედ. “წითელი ხარები” ავსტრიის თასის ორგზის (2011/12, 2013/14), ხოლო სუპერთასის სამგზის (1994, 1995, 1997) მფლობელები არიან.

“ზალცბურგს” ესპანელი კაპიტანი ჯონათან სორიანო ლიდერობს, რომელმაც ბუნდესლიგის 31 მატჩი 31 გოლი გაიტანა. იგი ბომბარდირთა დავას სათავეში უდგას, “რაპიდის” მეგოლე ბერიჩს 8 ბურთით უსწრებს. მიმდინარე სეზონში ესპანელმა ყველა ტურნირზე ჩატარებულ 47 მატჩში 45 გოლი გაიტანა და 20 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.13173