ფეხბურთი

15:36 | 25.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

პირლო “ნიუ იორკ სიტის” ესაუბრება

Sky Sport-ის ინფორმაციით, იტალიის ეროვნული ნაკრების და ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი ანდრეა პირლო მოლაპარაკებას MLS-ის კლუბ “ნიუ იორკ სიტისთან” მართავს.

36 წლის ფეხბურთელს ტურინელებთან კონტრაქტი 2016 წლის ივლისამდე აკავშირებს. გავრცელებული ცნობით, კლუბიც მზადაა პირლო ზაფხულში გაუშვას. ამერიკულ გუნდში უკვე თამაშობს “ბარსელონას” ყოფილი თავდამსხმელი დავიდ ვილა, ფრენკ ლამპარდი კი გუნდს ოფიციალურად 1 ივლისიდან შეუერთდება.

მიმდინარე სეზონში პირლომ 31 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. ანდრეამ “იუვესთან” ერთად იტალიის 2014/15 წლების სეზონის ჩემპიონობა უკვე იზეიმა, ხოლო 6 ივნისს შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის ტიტულიც მოიპოვოს.

0.118618