თბილისის “დინამოს” კაპიტანი ნიკა ჭანტურია ჯვარედინ იოგებზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ, რეაბილიტაციას შეუდგა.
20 წლის მცველმა ტრავმა “ზესტაფონთან” მატჩში მიიღო და ოპერაცია შტუტგარტში გაიკეთა. ის უკვე ყავარჯნების გარეშე გადაადგილდება და რეაბილიტაციას დავით ტატიშვილის სახელობის კლინიკაში გადის, რომელიც “დინამოს” პარტნიორია.
ჭანტურიამ, რომელიც “დინამოს” ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანია, 2014-2015 წლების სეზონში თბილისელთა რიგებში 12 მატჩი ჩაატარა.
: