“მილანის” პრეზიდენტი სილვიო ბერლუსკონი კლუბის დათმობას არ აპირებს და შემდეგნაირ განცხადებას ავრცელებს: “ჩემი “მილანის” გაყიდვა არ მსურს. ველოდები ისეთ ადამიანს, რომელიც მოინდომებს კლუბში ინვესტიციის ჩადებას და გუნდის გალიდერებას.”
ტაივანელი ბიზნესმენი ბი ტეჩაუბოლი “მილანის” ტრანსფერებისთვის 100 მილიონი ევროს გამოყოფას აპირებს. ევროპული მედია კი კარლო ანჩელოტის დაბრუნებაზე საუბრობს. ამჟამად მადრიდის “რეალის” მწვრთნელს “როსონერი” დაბრუნების შემთხვევაში გუნდის გაძლიერებისთვის 150 მილიონ ევროს სთავაზობს.