პრემიერლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა ინგლისის ჩემპიონატის 2014/15 წლების სეზონის ბოლო ტურის სიმბოლური ნაკრები დაასახელა.
საუკეთესო გუნდში ლონდონის “არსენალი” 4 ფეხბურთელით დომინირებს. “მანჩესტერ სიტის” ორი წარმომადგენელი ჰყავს, ლონდონის “ჩელსის”, “კრისტალ პალასს”, ლონდონის “ტოტენჰემს”, “ნიუკასლს” და “სტოკის” კი – თითო-თითო.
ინგლისის პრემიერლიგის 38-ე ტურის სიმბოლური შემდეგნაირად გამოიყურება:
მეკარე: პიტერ ჩეხი (“ჩელსი”)
მცველები: ერიკ დიერი (“ტოტენჰემი”), გაბრიელ პაულისტა (“არსენალი”), ელიაკიმ მანგალა (“მანჩესტერ სიტი”), პაპე სუარე (“კრისტალ პალასი”)
ნახევარმცველები: სანტიაგო კასორლა (“არსენალი”), ფრენკ ლამპარდი (“მანჩესტერ სიტი”), ჯეკ უილშირი (“არსენალი”), იონას გუტიერესი (“ნიუკასლი”)
თავდამსხმელები: თეო უილკოტი (“არსენალი”), მამე ბირამ დიუფი (“სტოკი”)