ესპანეთის და საფრანგეთის ჩემპიონატების შემდგომ, დასრულდა ინგლისის პირველობაც. 2014/2015 წლების სეზონის ბოლო ტურში ბევრი გამორჩეული რამ მოხდა. პირველ რიგში, აღსანიშნავია ინგლისური ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდების ბოლო შეხვედრები პრემიერლიგაში. ფრენკ ლამპარდმა და სტივენ ჯერარდმა პრემიერლიგაში უკანასკნელად ითამაშეს და ორივე გატანილი გოლით დაგვემშვიდობა, თუმცა სტივენი ამ გოლით ნაკლებად გაიხარებდა, რადგანაც მისი “ლივერპული” გასვლაზე სამარცხვინოდ დამარცხდა “სტოკთან” (6:1). “დურგლები” პირველ ნახევარში 5:0 ამარცხებდნენ მერსისაიდელებს...
რაც შეეხება ლამპარდის გუნდს, “მანჩესტერ სიტიმ” საკუთარ კედლებში “საუთჰემპტონი” დაამარცხა. მეორე გოლი სერხიო აგუერომ გაიტანა.
გაირკვა მესამე გავარდნილი კლუბის ვინაობაც. ეს უიღბლო “ჰალი” აღმოჩნდა, რომელიც შინ უგოლოდ გაეყარა “მანჩესტერ იუნაიტედს”. “ვეფხვებს” რომც მოეგოთ, მაინც არაფერი ეშველებოდათ, რადგანაც “ნიუკასლმა” საკუთარ მოედანზე სისოკოსა და გუტიერესის გოლებით “ვესტ ჰემს” მოუგო. განსაკუთრებით აღსანიშნავია, არგენტინელის წარმატება. ხონასი ცოტა ხნის წინ სიმსივნეს ებრძოდა, ხოლო გუშინ საკუთარი გუნდის წარმატებაში ლომის წვლილი შეიტანა.
ჩემპიონმა ლონდონის “ჩელსიმ” შინ “სანდერლენდი” მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ აგებდა 3 ქულის აღება მოახერხა. “არისტოკრატების” რიგებში უკანასკნელად გაისარჯა დიდიე დროგბა. აფრიკელ ფეხბურთელს საოცარი გამომშვიდობება მოუწყვეს გუნდელებმა, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ. შეხვედრის დასრულების შემდგომ კი, ლონდონელებმა საჩემპიონო ტიტული აღმართეს.
ლონდონის “ტოტენჰემმა” ჰარი კეინის გოლით გასვლაზე “ევერტონს” მოუგო და მე-5 ადგილი დაიკავა. “დეზები” ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირდაპირ ითამაშებენ.
“ლესტერმა” მორიგი მშვენიერი მატჩი შემოგვთავაზა და ამჯერად, გავარდნილი ქპრ გაანადგურა (5:1). დაახლოებით 2 თვის წინ, “მელიები” გასავარდნად განწირებულები იყვნენ, მაგრამ იმდენად კარგად ათამაშდნენ, რომ მე-14 ადგილამდე აღზევდნენ.
მე-3 ადგილოსანი “არსენალი” “ემირათს სთედიუმზე” “ვესტ ბრომვიჩს” შეხვდა და პირველივე ტაიმში დაბომბა. აღსანიშნავია, თეო უოლკოტის ჰეთ-თრიკი. ერთი გოლი ჯეკ უილშირის ანგარიშზეა, ხოლო პრესტიჟის ბურთი მაკოლიმ გაქვითა – 4:1.
ჩემპიონშიფში დაქვეითებულმა “ბარნლიმ” დენი ინგსის გოლით ბირმინგემში “ასტონ ვილა” დაამარცხა და პრემიერლიგის კარი გაიჯახუნა, ხოლო “კრისტალ პალასმა” მარუან შამახის გოლით ლონდონში “სუონსის” აჯობა.
არსენალი – ვესტ ბრომვიჩი 4:1 (4:0)
ლონდონი, “ემირათს სთედიუმი”
არსენალი (4-2-3-1): ოსპინა, პაულისტა, მერტესაკერი, გიბსი, ბელერინი, კოკლენი (რემსი 69), კასორლა, ოზილი, სანჩესი, უილშირი (ჩემბერლენი 77), უოლკოტი (ჟირუ 69).
მწვრთნელი: არსენ ვენგერი
ვესტ ბრომვიჩი (4-3-3): მაიჰილი, მაკოლი, ოლსონი (ანიჩებე 51), ლესკოტი, დოუსონი, იაკობი (ბეირდი 60), დ.ფლეტჩერი, მორისონი, მაკმანამანი (გარდნერი 54), ბრანტი, ბერაჰინო.
მწვრთნელი: ტონი პულისი
გოლები: 1:0;2:0;4:0 უოლკოტი (4;14;37), 3:0 უილშირი (17), 4:1 მაკოლი (57).
გაფრთხილებები: ბელერინი
მსაჯი: რობერტ მედლი
ასტონ ვილა – ბარნლი 0:1 (0:1)
ბირმინგემი, “ვილა პარკი”
ასტონ ვილა (4-3-3): სტირი, ვლაარი, ბეიკერი, ნ’ზოგბია, ბაკუნა (ჰატონი 80), კლევერლი (სინკლერი 72), ვესტვუდი, დელფი, გრელიში, აგბონლაჰორი, ბენტეკე.
მწვრთნელი: ტიმ შერვუდი
ბარნლი (4-4-2): ჰიტონი, შაკელი, კინი, მი, ტრაიპერი, ჯონსი, არფილდი, ულვესადი (მ.ტეილორი 65), ბოიდი, ბარნსი (ვოკსი 34), ინგსი (რიდი 87).
მწვრთნელი: სეან რიჩი
გოლი: ინგსი 6.
გაფრთხილებები: ვლაარი – ულვესტადი, არფილდი
მსაჯი: მაიკ ჯონსი
ჩელსი – სანდერლენდი 3:1 (1:1)
ლონდონი, “სტემფორდ ბრიჯი”
ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი, ტერი, კეჰილი, ივანოვიჩი, აზპილიკუეტა, მიკელი (კრისტიანსენი 78), მატიჩი, კუადრადო (რემი 44), ვილიანი, აზარი, დროგბა (კოშტა 30).
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო
სანდერლენდი (4-2-3-1): მანონე, ოში, კოატესი, ჯონსი, ვან აანჰოლტი, როდუელი, ლარსონი, ვიკჰემი, ჯონსონი (ჯაკერინი 75), დეფო, ს.ფლეტჩერი.
მწვრთნელი: დიკ ადვოკაატი
გოლები: 0:1 ს.ფლეტჩერი (26), 1:1 კოშტა (37 პენ.), 2:1;3:1 რემი (70;88).
გაფრთხილებები: კუადრადო, მატიჩი – როდუელი
მსაჯი: ლი მეისონი
კრისტალ პალასი – სუონსი 1:0 (0:0)
ლონდონი, “შელჰარსტ პარკი”
კრისტალ პალასი (4-2-3-1): ჰენესი, დანი, ჰანგელანდი, სუარე, იარდი, მაკარტური (მურეი 36), იედინაკი, პანჩონი, ბოლასი (კემპბელი 82), ზაჰა, შამახი (მუტჩი 66).
მწვრთნელი: ალან პარდიუ
სუონსი (4-2-3-1): ფაბიანსი, ბერტლი, ფერნანდესი, ნოუტონი, რიჩარდსი, ბრიტონი (გრიმსი 70), კორკი, მონტერო (გორი 84), ემნესი, დაიერი (ბაროუ 64), გომისი.
მწვრთნელი: გარი მონკი
გოლი: შამახი 57.
გაფრთხილებები: მურეი, ჰანგელანდი
მსაჯი: კრეიგ პაუსონი
ევერტონი – ტოტენჰემი 0:1 (0:1)
ლივერპული, “გუდისონ პარკი”
ევერტონი (4-2-3-1): ჰოვარდი, იაგიელკა, სტონზი, კოულმენი, გალოვეი (დისტინი 84), მაკკარტი, ბერი, მირალაში (ნეისმიტი 73), ბარკლი (ბეშიჩი 46), ოსმანი, ლუკაკუ.
მწვრთნელი: რობერტო მარტინესი
ტოტენჰემი (3-5-1-1): ლორისი, ვერტონგენი, ფასიო, დაიერი, ბენტალები, მეისონი, დემბელე (სტამბული 53), ერიკსენი, ლამელა, ჩადლი (სოლდადო 93), კეინი (თაუნსენდი 85).
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო
გოლი: კეინი 24.
გაფრთხილებები: იაგიელკა – სტამბული, მეისონი
მსაჯი: ჯონათან მოსი
ჰალი – მანჩესტერ იუნაიტედი 0:0
ჰალი, “კინგსტონ სთედიუმი”
ჰალი (3-5-2): ჰარპერი, ჩესტერი (ა.ფერნანდესი 70), დოუსონი, მაკშეინი, ქუინი, ჰადლსტოუნი, მეილერი (რობერტსონი 86), ბრედი, ელმოჰამედი, ნ’დოიე (ალუკო 71), იელავიჩი.
მწვრთნელი: სტივ ბრიუსი
მანჩესტერ იუნაიტედი (4-1-4-1): ვალდესი, ჯონსი, სმოლინგი, როხო, ე.ვალენსია, ბლინდი, იანგი (ფელაინი 59), ერერა, მატა (უილსონი 73), დი მარია (იანუზაი 23), რუნი.
მწვრთნელი: ლუის ვან გაალი
გაფრთხილებები: დოუსონი, ქუინი – ბლინდი, სმოლინგი
გაძევება: ფელაინი 77.
მსაჯი: ლი პრობერტი
ლესტერი – ქპრ 5:1 (2:0)
ლესტერი, “კინგ პაუერ სთედიუმი”
ლესტერი (3-4-1-2): შმეიხელი, ვასილევსკი (დე ლაეტი 46), ჰუტი, მორგანი, კამბიასო (დრინკვოთერი 76), კინგი, შლუპი, ოლბრაიტონი, ვარდი (კრამარიჩი 65), ულოა.
მწვრთნელი: ნაიჯელ პირსონი
ქპრ (4-4-2): მაკკარტი, ჰილი, დანი, იუნი (კპეკავა 85), ონიოჰა, ბარტონი, ჰენრი (კომლი 80), ფერი, ფილიპსი, კოქსი, ოსტინი.
მწვრთნელი: კრის რემსი
გოლები: 1:0 ვარდი (16), 2:0 ოლბრაიტონი (43), 3:0 ულოა (51), 4:0 კამბიასო (52), 4:1 ოსტინი (57), 5:1 კრამარიჩი (86).
მსაჯი: მაიკლ ოლივერი
მანჩესტერ სიტი – საუთჰემპტონი 2:0 (1:0)
მანჩესტერი, “ეტიჰად სთედიუმი”
მანჩესტერ სიტი (4-2-3-1): ჰარტი, დემიჩელისი, მანგალა, ზაბალეტა, კოლაროვი, ტურე (ბონი 66), ფერნანდინიო, ლამპარდი (ნავასი 77), მილნერი (კომპანი 79), სილვა, აგუერო.
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი
საუთჰემპტონი (4-2-3-1): კ.დევისი, ალდერვეირელდი, ფონტე, კლაინი, ბერტრანი, ს.დევისი (ელია 76), ვანიამა, დურიჩიჩი (უარდ-პროუსი 59), მანე, ლონგი, პელე.
მწვრთნელი: რონალდ კუმანი
გოლები: 1:0 ლამპარდი (31), 2:0 აგუერო (88).
გაფრთხილებები: დემიჩელისი – ლონგი
მსაჯი: კრის ფოი
ნიუკასლი – ვესტ ჰემი 2:0 (0:0)
ნიუკასლი, “სენტ ჯეიმს პარკი”
ნიუკასლი (4-2-3-1): კრული, კოლოჩინი, უილიამსონი, დუმეტი, ჯანმაატი, ანიტა (გუფრანი 89), კოლბეკი, სისოკო, გუტიერესი, რივიერი, სისე.
მწვრთნელი: ჯონ კარვერი
ვესტ ჰემი (4-2-3-1): ადრიანი, ბურკი (ტომკინსი 69), რიდი, ჯენკინსონი, კრესველი, კუაიტე (ლი 77), სონგი, ე.ვალენსია (ამალფიტანო 63), ნოლანი, დაუნინიგი, კ.კოული.
მწვრთნელი: სემ ელარდაისი
გოლები: 1:0 სისოკო (54), 2:0 გუტიერესი (85).
გაფრთხილებები: სისოკო, გუტიერესი – ამალფიტანო
მსაჯი: მარტინ ატკინსონი
სტოკი – ლივერპული 6:1 (5:0)
სტოკი, “ბრიტანია სთედიუმი”
სტოკი (4-2-3-1): ბეგოვიჩი, მუნიესა (უილსონი 71), შოუკროსი, პიტერსი, კამერონი, ნ’ზონზი, ველანი, ადამი, უოლტერსი (ოდემვინგე 67), არნაუტოვიჩი (კრაუჩი 81), დიუფი.
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი
ლივერპული (4-3-3): მინოლე, ჩანი (ტურე 46), სახო, მორენო (აიბი 46), შკრტელი, ალენი (ლამბერტი 69), ლეივა, ჰენდერსონი, კოუტინიო, ლალანა, ჯერარდი.
მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი
გოლები: 1:0;2:0 დიუფი (22;26), 3:0 უოლტერსი (30), 4:0 ადამი (41), 5:0 ნ’ზონზი (45), 5:1 ჯერარდი (70), 6:1 კრაუჩი (86).
გაფრთხილებები: ადამი, ველანი, შოუკროსი, პიტერსი – ლეივა, შკრტელი
მსაჯი: ენტონი ტეილორი