ფეხბურთი

19:28 | 24.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპული” ბენტეკეში 30 მილიონს იხდის

“ასტონ ვილას” ბელგიელი შემტევმა, 24 წლის კრისტიან ბენტეკემ შესაძლოა კარიერა “ლივერპულში” გააგრძელოს. ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს. წყაროს ცნობით, “მერსისაიდელები” მზად არიან, ბენტეკეში 30 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადონ.

მიმდინარე სეზონში ბენტეკემ ყველა ტურნირზე 33 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

0.118747