“ჩელსის” კოტდივუარელმა თავდამსხმელმა, 37 წლის დიდიე დროგბამ დაადასტურა, რომ ზაფხულში კლუბს დატოვებს.
“მინდა, სულ მცირე, კიდევ ერთი სეზონი ვითამაშო. ვფიქრობ, ამისთვის სხვა გუნდში უნდა წავიდე. “ჩელსის” ფანებმა იცით, თუ როგორ მიყვარს მე ეს კლუბი. იმედი მაქვს, ერთ დღეს აქ სხვა როლში დავბრუნდები”.
დღეს თბილისის დროით 18:00 საათზე “ჩელსი” შინ “სანდერლენდს” დაუპირისპირდება. ეს დროგბასთვის გამოსამშვიდობებელი თამაში იქნება. მიმდინარე სეზონში დიდიემ 27 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.