ინგლისური მედიის ინფორმაციით, “საუთჰემპტონი” მზადაა “ქუინზ პარკ რეინჯერსის” თავდამსხმელ ჩარლი ოსტინში 10 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადოს. ჯერჯერობით ლონდონელების პოზიცია ტრანსფერის შესახებ უცნობია.
ინგლისელ ფეხბურთელს ქპრ-სთან კონტრაქტი 2016 წლის ივლისამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში ოსტინმა 35 მატჩში 17 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემაც შეასრულა. ლონდონელები მომდევნო სეზონში ჩემპიონშიფში ითამაშებენ, ჩარლისთვის კი “წმინდანების” ვარიანტი საინტერესო უნდა იყოს.